პრაღა, დრეზდენი, კარლოვი ვარი, კრშივოკლატი, ლოკეტი, ჩეხეთი და გერმანიის  ტური

¡Este evento ha terminado!

პრაღა, დრეზდენი, კარლოვი ვარი, კრშივოკლატი, ლოკეტი, ჩეხეთი და გერმანიის ტური

Tour Praga, Dresde, Karlovy Vary, Krzysztof, Locket, República Checa y Alemania

Evento por: Dgl Tours

Ubicación: Old Town Square, Staroměstské náměstí, Praha 1

Encuentros

Acerca del evento

📣 ტურისტული კომპანია DGL Tours – დი ჯი ელი 14-18 ივლისს და 27-31 ოქტომბერს გთავაზობთ განახლებულ, განსხვავებულ და ზღაპრულ ტურს პრაღა–დრეზდენში! ✨
🌿 მოწყდით ზაფხულის ცხელ თბილისს და 5 დღით გადაინაცვლეთ ჩეხეთისა და გერმანიის გრილ, მწვანე და ზღაპრულ ქალაქებში!
ჩვენს სტანდარტულ პრაღა–დრეზდენის ტურს დავამატეთ სრულიად ახალი ლოკაციები — კრშივოკლატი, ლოკეტი და კარლოვი ვარი!
➡️ ტურის ღირებულება: ფასდაკლებით მხოლოდ 880 ლარიდან!
✨ 5 დღე — 2 ქვეყანა — სამეფო ციხეები — შუასაუკუნეების ქალაქები — ელეგანტური კურორტები — გრილი ევროპული ზაფხული 💛
I დღე – პრაღა
✔️ ადრეული ჩაფრენა პრაღაში
✔️ ტრანსფერი სასტუმროში
✔️ ძველი ქალაქი — შუასაუკუნეების პრაღის გული, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის ავთენტურ იერს
✔️ კარლის ხიდი — XIV საუკუნის ისტორიული ხიდი ვლტავაზე, პრაღის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო
✔️ ასტრონომიული საათი — მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მოქმედი საათი, რომელიც XV საუკუნიდან მუშაობს
✔️ ტინსკის ტაძარი — გოთიკური არქიტექტურის შთამბეჭდავი მარგალიტი
✔️ წმ. ნიკოლოზის ეკლესია — ბაროკოს სტილის ულამაზესი ტაძარი
✔️ მოცეკვავე სახლი — თანამედროვე არქიტექტურის ცნობილი სიმბოლო
✔️ სურვილის შემთხვევაში გემით გასეირნება ვლტავაზე
II დღე – პრაღა
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ პრაღის გრადი — IX საუკუნეში დაარსებული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასახლე-ციხესიმაგრე
✔️ წმ. გიორგის ბაზილიკა — პრაღის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია
✔️ წმინდა ვიტას ტაძარი — ჩეხეთის მთავარი კათედრალი და გოთიკური არქიტექტურის სიმბოლო
✔️ ძველი სამეფო სასახლე — ბოჰემიის მეფეების ისტორიული რეზიდენცია
✔️ ოქროს ქუჩა — ალქიმიკოსთა, ხელოსანთა და ლეგენდების უბანი
✔️ სტრაჰოვის მონასტერი — ცნობილი ბიბლიოთეკითა და საოცარი ხედებით
✔️ ცნობილი ჩეხური კანჭისა და ლუდის დაგემოვნება 🍺
III დღე – დრეზდენი (გერმანია)
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ ცვინგერის სასახლე — ევროპული ბაროკოს ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში
✔️ ზემპერის ოპერა — გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საოპერო თეატრი
✔️ კროიცკირხე — დრეზდენის მნიშვნელოვანი ისტორიული ეკლესია
✔️ დრეზდენის ციხე — საქსონიის მმართველთა ყოფილი რეზიდენცია
✔️ „დიდგვაროვანთა მსვლელობა“ — მსოფლიოში უდიდესი ფაიფურის პანო
✔️ ბრიულის ტერასა — „ევროპის აივანი“ ულამაზესი ხედებით მდინარეზე
IV დღე – ახალი ლოკაციები 💛
პრაღა – კრშივოკლატი – ლოკეტი – კარლოვი ვარი
✔️ საუზმე სასტუმროში
✔️ კრშივოკლატის ციხე — ბოჰემიის მეფეთა შუასაუკუნეების სამეფო რეზიდენცია, რომელიც ტყეებითაა გარშემორტყმული
✔️ ლოკეტის ციხე — კლდეზე აღმართული ზღაპრული გოთიკური ციხესიმაგრე
✔️ კარლოვი ვარი — ჩეხეთის ყველაზე ელეგანტური საკურორტო ქალაქი, რომელიც ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებით
ვნახავთ:
📍 ისტორიულ კოლონადებსა და მინერალურ წყაროებს
📍 ცნობილ გეიზერს „Vřídlo“
📍 გრანდ სასტუმროებსა და კლასიკურ არქიტექტურას
📍 ქალაქის პანორამულ ხედებს
📍 ევროპული კურორტის განსაკუთრებულ ატმოსფეროს
V დღე
✔️ 05:00 ტრანსფერი აეროპორტში
✨ 5 დღე – 2 ქვეყანა – სამეფო ციხეები – ზღაპრული ქალაქები – ელეგანტური კურორტი
⭕️ ღირებულებაში შედის:
➡️ 4* სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ უბანში
➡️ საუზმე სასტუმროში
➡️ სამოგზაურო დაზღვევა
➡️ CITY TAX — 20€
➡️ გამყოლი საქართველოდან
⭕️ ღირებულებაში არ შედის:
➡️ ავიაბილეთები (10 კგ ხელბარგი — ზურგჩანთა 40×30×20)
ტურის დაჯავშნისას გადაამოწმეთ, რადგან ბილეთების ფასები ცვალებადია და დღითი დღე იმატებს
➡️ სამუზეუმო მოსაკრებლები პრაღაში, დრეზდენში, კრშივოკლატსა და ლოკეტში — დაახლოებით 100 ევრომდე (დამოკიდებულია რამდენ ობიექტში შეხვალთ)
➡️ ტრანსფერი თბილისი–ქუთაისი–თბილისი — 60 ლარი
➡️ ტრანსფერი აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი — 30–40€
➡️ ადგილობრივი ქართველი გიდი პრაღაში (2 დღე) — 60€
➡️ ავტობუსით მგზავრობა პრაღა–დრეზდენი–პრაღა — დაახლოებით 40 ევრომდე
➡️ მინივენი / მიკროავტობუსი პრაღა–კრშივოკლატი–ლოკეტი–კარლოვი ვარი — სრული ერთი დღე დაახლოებით 90 ევრომდე
⭕️ მოგზაურობისთვის აუცილებელია საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, რომელსაც გამგზავრებიდან მინიმუმ 6 თვე ვადა უნდა ჰქონდეს.
➡️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში
➡️ ტურში აღწერილი ობიექტები შესაძლებელია შეიცვალოს სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო
➡️ ავიაბილეთების შეძენა ხდება წინასწარ
⭕️ ადგილების დასაჯავშნად რამდენიმე დღით ადრე დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს.
⭕️ არასრულწლოვანისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი, ხოლო თუ მხოლოდ ერთ მშობელს მოჰყვება — მეორე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა
⭕️ დაგვიკავშირდით:
📞 597537979 – თამარი (WhatsApp)
📞 598181972 -- თამარი (Viber)
#dgltours #discovergeorgialand

Fuente original del evento

Más eventos: Old Town Square

Eventos en Praga hoy · Eventos en Praga este fin de semana

Loading…